შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი წააგო: ამჯერად ლიდერ “ფენერბახჩესთან” გასვლაზე 1:2 დამარცხდა. შოთას გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა 0:0 იყო, 10 კაცით დარჩა და მალევე გაუშვა გოლი, თუმცა მე-80 წუთზე კაცნაკლულმა გაათანაბრა. და მაინც, ორ წუთში “ფენერბახჩემ” გამარჯვების ბურთი გაიტანა.
არველაძე სწორედ ამ გოლზე ამბობს, თამაშგარე იყოო: http://www.youtube.com/watch?v=IJ654eH07Cw
“აშკარად თამაშგარე იყო. ზოგადად რთული მატჩი გახლდათ, 10-კაციანმა გუნდმა “ფენერბახჩეს” ღირსეულად ვეთამაშეთ და მსაჯების შეცდომა რომ არა, შეიძლებოდა არც წაგვეგო”.
“ქასიმფაშა” მეშვიდე ადგილზეა. გუნდს ჩავარდნა აქვს: ორი თვის წინ, მეორე პოზიციაზე იყო.