ფეხბურთი

18:32 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე “კრასნოდარის” მწვრთნელობის კანდიდატი გახლდათ

რუსულ “კრასნოდარს”, სავარაუდოდ, ბელარუსი სპეციალისტი ოლეგ კონონოვი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად “სევასტოპოლში” მუშაობს, მანამდე კი ლვოვის “კარპატიში” წარმატებით საქმიანობდა.

თუმცა, რუსულ საიტებზე შოთა არველაძის სახელმაც გაიჟღერა. გაირკვა, რომ “კრასნოდარის” ხელმძღვანელობა ტყუპისცალსაც დაეკონტაქტა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა: შოთა თურქულ “ქასიმფაშაში” მუშაობით კმაყოფილია.

ერთიც: კონონოვისა და არველაძის გარდა, გუნდის მომავალი თავკაცის პოსტზე “სტიაუას” მწვრთნელ ლაურენციუ რეგეკამპფის კანდიდატურაც განიხილებოდა.


 

0.117949