თელ ავივის “მაკაბის” მძიმეწონოსანი ცენტრი სოფოკლის შორცანიტისი განუსაზღვრელი ვადის დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნულის მიზეზი ბერძენი კალათბურთელის საქციელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელ “ჰაპოელთან” მატჩის შემდეგ, “სოფოს” მეტოქის ერთ-ერთმა ქომაგმა შეურაცხყოფა მიაყენა, კალათბურთელი კი მას საცემრად ტრიბუნებზე გაეკიდა, საიდანაც ძლივს მოაბრუნეს.
ისრაელის კალათბურთის ფედერაცია შორცანიტისის 11 500 დოლარით და 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას აპირებს, “ჰაპოელის” პრეზიდენტმა კი დამნაშავის სამუდამო დისკვალიფიკაცია მოითხოვა.
საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, ჯერჯერობით კი, ისაა ცნობილი, რომ სოფოკლისი ისრაელის პირველობის უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. 12 აპრილს თელ ავიველები იერუსალიმში ლიდერ “ჰაპოელს” ძირითადი ცენტრის გარეშე გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ შორცანიტისი “მაკაბიში” საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის რიკი ჰიკმანის თანაგუნდელია.