ჭიდაობა

13:32 | 3.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

შიდა ქართლში ყველა ნომინაცია თავისუფალი ჭიდაობისაა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მშობლიურ რეგიონში ასაკის განურჩევლად გამოარჩიეს – შიდა ქართლის რაიონების სპორტის სამსახურებისა და სპორტსკოლების წარმომადგენლებმა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მწვრთნელი და გუნდი გამოავლინეს.
ყველაზე დიდი წარმატება წილად თავისუფალ ჭიდაობას ხვდა. ხინჩეგაშვილი წლის სპორტსმენი გახდა, ნუგზარ სხირელი – წლის მწვრთნელი, ხოლო გორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდი – წლის გუნდი.
აქვე სამივე ნომინაციის ათეულებიც:

სპორტსმენი
1 ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2 ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო)
3 გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
4 გიორგი ნოზაძე (სამბო)
5 რომან ახალკაცი (ფეხბურთი)
6 კახა მამულაშვილი (სამბო)
7 ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
8 გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
9 ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
10 ალეკო ლურსმანაშვილი (კრივი)

გუნდი
1 გორის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი
2 შიდა ქართლის ძიუდოისტთა გუნდი
3 "დილა" გორი
4 შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის გუნდი
5 შიდა ქართლის მოკრივეთა გუნდი
6 ხაშურის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი
7 ხაშურის "ივერია"
8 გორის მოჭადრაკეთა გუნდი
9 კასპის სამბისტთა გუნდი
10 ქარელის თავისუფალი ჭიდაობის გუნდი

მწვრთნელი
1 ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა)
2 ანზორ თენაძე (ძიუდო)
3 გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
4 ავთო შოშიაშვილი (კრივი)
5 ნუგზარ მამულაშვილი (სამბო)
6 ნიკო ბიბილაშვილი (ძიუდო)
7 გია კვინიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
8 ოთარ დოლიძე (ჭადრაკი)
9 რამაზ სოღოლაშვილი (ფეხბურთი)
10 ირბეგ ჯიოშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

 

0.119652