ფეხბურთი

12:01 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შიბერი: “დროა დორტმუნდიდან წავიდე”

სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილო დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა იულიან შიბერმა გერმანელ ჟურნალისტებს კლუბიდან წასვლის სურვილი გაუმხილა. 25 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

“დროა გადაწყვეტილება მივიღო – ციტირებს შიბერის სიტყვებს გოალ.ცომ – უკვე მოსაწყენია საკუთარი თავის მოტყუება. “ბორუსიაში” გატარებულ პერიოდში დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით იმედგაცრუებული ვარ. მინდორზე გასვლა და ფეხბურთის თამაში მინდა”.

0.124428