ფეხბურთი

21:48 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შფოთიანი ტური

 

კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურმა თითქმის ყველაფერი გაარკვია. ბოლო სათამაშო დღის ერთადერთი ინტრიგა ისღაა, ვინ გახდება საუკეთესო ექვსეულის ბოლო წევრი - “მეტალურგი” თუ “დილა”.

ტურის მთავარი და ძალიან ცუდი ამბავი კი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მოხდა. “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მატჩი 58-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის “დინამო” 2:0 იგებდა, მინდორზე კი მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეცვივდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. მათ ჯერ “დინამოს” ფეხბურთელებზე გაიწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი კარს უკან “დინამოს” ფანკლუბისკენ გინებით და ქვების სროლით გაიქცნენ. პასუხად სტუმარმა ქომაგებმა პლასტიკური სკამები დააყარეს მასპინძლებს. მალე სამართალდამცავებმა განმუხტეს სიტუაცია. გაწევ-გამოწევა სტადიონის გარე პერიმეტრზე გაგრძელდა. მატჩი კი შეწყდა. ბოლო ინფორმაციით, ორშაბათს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ტორპედოს” 25 დაკავებულ “ქომაგს” 200-დან 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

სფფ-ის დისციპლინარულმა კომიტეტმა კი დაადგინა: “ტორპედო” 18 300 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის და უახლოეს 5 საშინაო მატჩს ნეიტრალურ მინდორზე ჩაატარებს. აგრეთვე ქუთაისელებს 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ."დინამო" 800 ლარით დააჯარიმეს, მათი გულშემატკივრების მიერ ქუთაისის სტადიონზე სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადაყრის გამო. სადისციპლინო კომიტეტმა ასევე ფედერაციის აღმასკომს მიმართა, რათა ნეიტრალურ მინდორზე ქუთაისელებმა უმაყურებლოდ ითამაშონ.

ხმაური იყო გორის სტადიონზეც, “დილასა” და “ვიტ ჯორჯიას” შეხვედრისას. შეგახსენებთ, რომ საყაიმო ანგარიშისას (1:1) გორელმა გიორგი ბერიაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე კი შელაპარაკებისთვის გააძევა.Aამას გორელი გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა, ისინი მინდორზე გადავიდნენ და მატჩი 12 წუთით შეწყდა. შემდეგ მაინც გაგრძელდა და მშვიდობიანად ჩამთავრდა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “დილა” 4 000 ლარის ჯარიმას გადაიხდის, ხოლო კვახაძე 600 ლარს, თანაც 3 მატჩს გამოტოვებს. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს კი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ტურის გვიან შეხვედრაში “ზესტაფონმა” შინ “მერანს” ნიკა საბანაძის და გრიგოლ დოლიძის გოლებით 2:0 მოუგო და მეორეადგილოსან “ჩიხურას” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ფანტასტიკური შედეგი აქვთ მარგველებს გაზაფხულზე: 4 მატჩი, 4 მოგება, ბურთების სხვაობა 10:0…

სხვა საინტერესო ის არის, რომ “გურიამ” და “სიონმა” ზედა ექვსეულში თამაშის უფლება მოიპოვეს, “სპარტაკმა” კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო უშუალო კონკურენტ “ზუგდიდს.”

 

გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვილი ისიანი (43), 2:0 გიორგი ნიქაბაძე (81) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 თემურ შონია (24), 2:0 ირაკლი ეხვაია (58)

 

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძეE(53), 1:1 გიორგი კორიფაძე (82) 

 

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)

გოლები: ვალერი აბრამიძე (42, 51)

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) – ჩაიშალა

 (“ტორპედოს” ჩაეთვალა 0:3 ტექნიკური წაგება)

 

ზესტაფონი – მერანი (მარტვილი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (83), 2:0 გრიგოლ დოლიძე (89)

 

1.

დინამო (თბ)               

21

15

3

3

51:16

48

 

2.

ჩიხურა

21

11

5

5

39:31

38

 

3.

ზესტაფონი 

21

11

4

6

29:15

37

 

4.

გურია             

21

11

0

10

25:27

33

 

5.

სიონი             

21

9

6

6

27:22

33

 

6.

მეტალურგი 

21

8

6

7

25:25

30

 

7.

დილა 

21

7

8

6

26:21

29

 

8.

ვიტ ჯორჯია

21

7

5

9

26:28

26

 

9.

ტორპედო 

21

7

5

9

22:29

26

 

10.

სპარტაკი 

21

6

2

13

18:30

20

 

11.

ზუგდიდი 

21

4

5

12

10:30

17

 

12.

მერანი

21

4

3

14

15:39

15

 

22-ე ტური. 16 მარტი: ჩიხურა – ტორპედო, დინამო – მეტალურგი, სიონი – ზესტაფონი, მერანი – დილა, ვიტ ჯორჯია – სპარტაკი, ზუგდიდი – გურია

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”) 

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.115857