ჩოგბურთი

11:05 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეწყვეტილი თანამშრომლობა

შარშან შოტლანდიელი ენდი მარეი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ამ ტურნირზე 77 წლიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა, მარეის მწვრთნელი კი ჩეხი ივან ლენდლი გახლდათ. ლენდლის დამრიგებლობით ენდიმ 2012-ში აშშ-ის ღია პირველობაზეც იმარჯვა, ამიერიდან კი მათი გზები გაიყარა.

მარეისა და ლენდლის თანამშრომლობის შეწყვეტი შემდეგ კომენტარი როგორც ენდიმ, ასევე ივანმა გააკეთა. “ლენდლთან ერთად კოლოსალური მოცულობის ნაყოფიერი სამუშაო ჩავატარეთ და ამისთვის მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც სამომავლოდ ორივეს გამოგვადგება”, - განაცხადა შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა.

ურთიერთთანამშრომლობის სარგებლობაზე ლენდლმაც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, ენდი ბრწყინვალე ადამიანია და მას ახალ ეტაპზეც წარმატებების მიღწევას გულწრფელად ვუსურვებო.

0.117655