დაკვირვებულმა გულშემატკივარმა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე ადგილობრივი “დინამოს” ფეხბურთელების – ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ალიევის მანქანები შენიშნა. თავად სპორტსმენები კი, ამ დროს საგზაო უსაფრთხოების გენერალური ორგანოს თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ.
თვითმხილველმა იფიქრა, რომ ფეხბურთელები რაიმე ინციდენტის გამო დააკავეს. ამიტომ ფოტოები გადაიღო და საიტ Dynamomania-ზე განათავსა.
მოგვიანებით შევჩენკომ მომხდარი განმარტა. “არანაირი ავარია არ მომხდარა! როდესაც კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში ბავშვებთან შესახვედრად მივდიოდი, “გაის” თანამშრომელმა გამაჩერა. მასთან საუბრისას მანქანით საშა ალიევი მოგვიახლოვდა, რომელმაც გაჩერება და სიტუაციაში გარკვევა გადაწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივემ გზა გავაგრძელეთ”, - აცხადებს 35 წლის ფეხბურთელი.