ფეხბურთი

14:34 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი “საბურთალო”

გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-6 ტურის მატჩები. ა ჯგუფში მიჯრით მე-6 მატჩი მოიგო “საბურთალომ” და ლიდერობა განიმტკიცა. საბურთალოელებმა ამჯერად შინ ზუგდიდის “ლაზიკას” 2:0 აჯობეს.

პირველი გოლი 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სანდრო ალთუნაშვილმა გაიტანა. ოთხ წუთში კი გაგი მარგველაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა გიორგი ხარაიშვილმა.

ამჯერად თავი არ გამოუჩენია გურამ გოშთელიანს, რომელიც 6 ბურთით ჯგუფში ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ბ ჯგუფის მთავარი შეხვედრა მუხრანში გაიმართა, სადაც “გაგრამ” “საპოვნელას” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში გაგრელები ლიდერები ხდებოდნენ, მაგრამ თერჯოლელებმა უკეთ ითამაშეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და ჯგუფს ლიდერობენ. გოლის გარდა სტუმრებმა ორჯერ მოარტყეს ძელს ბურთი. გოლი კი მე-80 წუთზე შალვა ცქიფურიშვილმა გაიტანა.

 

ა ჯგუფი

26 სექტემბერი: ჩხერიმელა-მაჭახელა 1:0, ლოკომოტივი – სასკო 3:2, სამგურალი – ჭიათურა 2:1, საბურთალო – ლაზიკა 2:0, ადელი-სტუ (30 სექტემბერს)

 

1.      საბურთალო (თბილისი)                             6         6         0        0         20:2        18       
2. ლაზიკა (ზუგდიდი)  6 4 1 1 11:5 13
3. სტუ (თბილისი)         5 4 0 1 12:9 12
4. ლოკომოტივი (თბილისი)  6 3 1 2 9:10 10
5. სამგურალი (წყალტუბო)  6 3 0 3 12:8 9
6. ჭიათურა                      6 3 0 3 12:10 9
7. სასკო (თბილისი)   6 1 3 2 7:9 6
8. ჩხერიმელა (ხარაგაული)  6 1 1 4 2:8 4
9. მაჭახელა(ხელვაჩაური)   6 0 1 5 5:16 1
10. ადელი (ბათუმი)  5 0 1 4 5:18 1

 

ბ ჯგუფი

27 სექტემბერი: ალგეთი – მერცხალი 1:2, სქური – მეშახტე 1:1, გაგრა – საპოვნელა 0:1, ბეთლემი – ბორჯომი 2:0, დინამო 2 – კოლხეთი (დღეს)

 

1.        საპოვნელა (თერჯოლა)                               6             4            2            0         

7:3       

14   
2. ბეთლემი (ქედა)    6 3 3 0 9:5 12
3. გაგრა                          6 3 1 2 10:6 10
4. ბორჯომი                     6 3 1 2 6:7 10
5. დინამო 2 (თბილისი)    5 2 3 0 10:3 9
6. მეშახტე (ტყიბული) 6 2 1 3 10:9 7
7. მერცხალი (ოზურგეთი) 6 2 1 3 8:16 7
8. სქური (წალენჯიხა)   6 0 4 2 5:9 4
9. კოლხეთი (ხობი) 5 1 0 4 5:8 3
10. ალგეთი (მარნეული) 6 0 2 4 2:6 2

 

0.128552