ფეხბურთი

11:28 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა, "სტიაუას" თბილისის "დინამოსთან" პირველი მატჩის გამართვა შინ მოუწიოს

 

საინტერესო ინფორმაცია შევიტყვეთ რუმინეთიდან. არაა გამორიცხული, "სტიაუამ" ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ ჩაატაროს, საპასუხო კი, გასვლაზე. როგორც იცით, დიდი ალბათობით, "სტიაუა"_თბილისის "დინამოს" წყვილი ითამაშებს III ეტაპზე და წილისყრით, საქართველოს ჩემპიონს პირველი თამაში შინ უწევს, თუმცა რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მირჩა სანდუმ განაცხადა, რომ "არენა ნაციონალეზე" (ტევადობა – 55611 მაყურებელი) აგვისტოს დასაწყისში ბალახის გამოცვლა იწყება.

სანდუ ამბობს, რომ უეფას მოთხოვნით, სტადიონი უნდა მოწესრიგდეს. ამან კი "სტიაუას" გენერალური მენეჯერი მიჰაი სტოიკა გაანაწყენა:

"რა უფრო მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის? ამ დროს სტადიონის მოწესრიგება თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "სტიაუას" მოხვედრა?"

ყველაფერი ორშაბათს ან სამშაბათს გადაწყდება.

აქვე, სტოიკას კომენტარი თბილისის "დინამოსთან" მოსალოდნელ მატჩებზე:

"ძლიერი კლუბია. ამ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს მეკარე ლორია. ზოგიერთი კარგი მცველი ჰყავთ, ნახევარმცველები კი აგრესიულად თამაშობენ. თბილისის "დინამოს" ორივე ფორვარდი ძლიერია: ჯაბა დვალი და ჩისკო, რომელიც მათი მთავარი ვარსკვლავია. დვალი სწრაფია და ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა. დუშან უჰრინი კარგი მწვვრთნელია, რომელმაც ეს რუმინეთში მუშაობისასაც დაამტკიცა. თუმცა, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ თბილისის "დინამოს" ბარიერსაც გადავლახავთ".

 


 

0.12671