ფეხბურთი

11:36 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა, მოურინიოს დისკვალიფიკაცია დაუმძიმონ

არაა გამორიცხული, ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ “ასტონ ვილასთან” პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. “სკაი სპორტსის” ცნობით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი პორტუგალიელთან დაკავშირებულ ეპიზოდს აქტიურად განიხილავს.

“ასტონ ვილასთან” მატჩის მიწურულს, მოურინიომ თავს უფლება მისცა და მოედანზე შევიდა, სადაც მსაჯთან დისკუსიაში ჩაება. მთავარმა არბიტრმა კრის ფოიმ პორტუგალიელ დამრიგებელს წითელი ბარათი აუფრიალა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მოურინიოსგან თავისი საქციელის ახსნა-განმარტებას ითხოვს და დიდია ალბათობა იმისა, რომ “ჩელსის” დამრიგებელს სასჯელი დაუმძიმდეს.

 

0.121466