ფეხბურთი

19:22 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდმა ლორისი 100 მილიონად შეაფასა

ლონდონის “ტოტენჰემის” დამრიგებელმა ტიმ შერვუდმა გუნდის მეკარე უგო ლორისი 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად დააფასა. მისი თქმით, ფრანგი მეკარის მსურველმა კლუბმა სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს.

“ლორისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მის სანაცვლოდ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს თუ არ შემოგვთავაზებენ, არ გავყიდით. უგომ საფრანგეთის ნაკრებში ცუდადაც რომ ითამაშოს, მის მიმართ ინტერესი არ განელდება. ლორისს ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ სხვა კლუბში გადასვლა სურდა. ის მაქსიმალურად იხარჯება და გულშემატკივრებს ამის გამო ძალიან უყვართ”, - განუცხადა შერვუდმა Daily Mirror-ს.

რამდენადაც ცნობილია, ლორისის შეძენა რამდენიმე იტალიურ და ინგლისურ კლუბს სურს.

 

თეგებიუგო ლორისი
0.117045