“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა ”ვიტ ჯორჯიას” მხრიდან მარტვილის ”მერანის” მეკარით დაინტერესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ შეროზია ”მერანიდან” გუნდთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა. როგორც საბოლოოდ გადაწყდა, შეროზია 3 წლის განმავლობაში ”ვიტ ჯორჯიას” ღირსებას დაიცავს.
როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, ეროვნული ჩემპიონატის სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ ”ვიტ ჯორჯიას” ვარიანტი არჩია.
ჯონი შეროზია: ”კონტრაქტი 3 წლიანია. “ვიტ ჯორჯია” ბრძოლისუნარიანი, გამოცდილი და მეგობრული გუნდია, ძალიან თბილი გარემო დამხვდა. შევეცდები გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო.”
”ვიტ ჯორჯია” ეროვნულ ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-8 ადგილზეა და მხოლოდ 3-ით ჩამორჩება მესამე ადგილოსან გორის ”დილას”. მეორე წრის პირველ მატჩს ვიტელები სტუმრად, რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამართავენ 26 თებერვალს.
ედემი ელერჯია