კალათბურთი

21:05 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ფინალის საგზური მოიპოვა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” “რეტიმნო აეგეანს” ზედიზედ მე-3 მატჩი მოუგო და საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალის საგზური ძალიან იოლად მოიპოვა. პირეოსელებმა შინაურ კედლებში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, სტუმრად პირველი თამაში ჩაატარეს და მეტოქეს 80:67 სძლიეს.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 08:22 წუთი დაჰყო და “ოლიმპიაკოსს” 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შეხვედრის გმირი პირეოსელთა ლეგენდარული გამთამაშებელი ვასილის სპანულისი გახდა, რომელმაც 15 ქულას 10 პასი და 5 მოხსნა წაამატა. გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა კოსტას პაპანიკოლაუმ 15 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

დიდი ალბათობით, ფინალში “ოლიმპიაკოსის” მეტოქე მარადიული მეტოქე ათენის “პანათინაიკოსი” იქნება, რომელიც თანაქალაქელ “პანიონიოსს” სერიას 2:0-ს უგებს.

0.156719