გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღო. პირეოსელებმა საწყისი მატჩი ათენში 56:59 დათმეს, შინ კი, მეტოქე პირველ მეოთხედშივე ძალიან დაჩაგრეს 29:12 და საბოლოოდ, 89:64 იმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 04:21 წუთი გაატარა და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ოლიმპიაკოსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი პრინტეზისი იყო 18 ქულით, დანსტონმა და სპანულისმა კი 12-12 ქულა ჩააგდეს.
როგორც აღვნიშნეთ, ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო მატჩს კი 29 მაისს ათენი უმასპინძლებს.