კალათბურთი

23:12 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის გარეშე გათანაბრდა

ზედიზედ მე-2 მატჩია, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მოედანზე არ სჩანს. შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაშია ჩაბმული და გასულ შეხვედრაში მარადიულ მეტოქე “პანათინაიკოსს” ათენში მოუგო, თუმცა, უპირატესობა მალევე გაანიავა.

ამჯერად, პირეოსელები შინაურ კედლებში 65:67 დამარცხდნენ და სერიაში ანგარიშიც საყაიმო გახდა – 2:2. “ოლიმპიაკოსის” რიგებში საუკეთესო დანსტონი იყო 15 ქულით და 7 მოხსნით, ლოესკიმ 14 ქულა ჩააგდო, სლუკასმა და პრინტეზისმა კი 11-11.

“პანათინაიკოსის” მხრიდან ლასმეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 17 ქულა, 9 მოხსნა. გამოსარჩევია უბერებელი დიამანტიდისის გარჯაც – 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.

0.12213