კალათბურთი

15:30 | 16.10.2013 | ნანახია 2778 - ჯერ

შერმადინის გარჯა Eurobasket.com-მაც დააფასა

ესპანური გამოცემების კვალად, გიორგი შერმადინის გარჯა პოპულარულმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მაც დააფასა. შეგახსენებთ, რომ “ბილბაოსთან” მოგებულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 20 ქულა ჩააგდო, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ხსენებულ ვებ-გვერდს შერმადინი ესპანური ლიგის პირველი ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) ეღიარებინა.

აი რას წერს Eurobasket.com ქართველი კალათბურთელის შესახებ. “ქართველ გიორგი შერმადინს ესპანეთის პირველობის საწყის ტურში ჩინებული საღამო ჰქონდა და საუკეთესოს წოდებაც სამართლიანად დაიმსახურა. 24 წლის კალათბურთელმა ოც ქულას 7 მოხსნა და 2 პასი წაამატა და “სარაგოსას” “ბილბაოს” დამარცხებაში (86:77) დიდად დაეხმარა”.

Eurobasket.com-მა შერმადინის კვალად, საუკეთესოთა ხუთეული ასე დააკომპლექტა: რასმუს ლარსენი (“მანრესა”) – 21 ქ. 13 მ; ალექს მუმბრუ (“ბილბაო”) – 18 ქ. 8 მ. 6 პ; აუგუსტო სესარ ლიმა (“მურსია”) – 17 ქ. 13 მ; ბლაგოტა სეკულიჩი (“კანარიასი”) – 23 ქ. 4 მ. 2 პ.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ “სარაგოსას”, რომელშიც შერმადინის გარდა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეც ირიცხება, ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი 20 ოქტომბერს ტენერიფეს “კანარიასის” წინააღმდეგ ელის.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:31 | 16.10.2013
Kala94 (6114)

მაგარია გიო ! წარმატებები !

16:48 | 16.10.2013
alexx (341)

საღოლ გიო, საღოლ))))))) მშვენიერი დასაწყისია და უკეთეს შედეგებს გისურვებ

16:46 | 16.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

მონსთან გუშინდელი თამაშის ჩანაწერი სად ვნახო ვინმემ ხომ არ იცით ?

16:33 | 16.10.2013
geo.ragby (458)

კალათბურთში და რაგბში ყველაფერი კარგად იქნება, აი ფეხბურთში ერთი 20 წლის მერე......

15:39 | 16.10.2013
bbbbbb (2031)

ამან თუ ესე გააგრძელა უნდა გავიქცეთ ქვეყნიდან თორე რა გაუძლებს ჯამლეტას . თავშესაფარი უნდა ვთხოვო სომხეთს

13:32 | 17.10.2013
dondi (190)

აუ, ეს მაგარი თქვი მეგობარო.

15:50 | 16.10.2013
jokua (3910)

მანდ გენრიხაზე იქნება უარესი ამბავი

17:41 | 16.10.2013
bbbbbb (2031)

ან იტყვიან შერმანდინი სომეხიაო

19:53 | 16.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

სომეხია აბა რაა !! შერმადინიან ცაოტანემ ! DD

15:38 | 16.10.2013
lasha147 (6103)

იმედია ამაზე ნაკლებათ არ ითამაშებ სხვა თამაშებშიც

0.121968