გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის საწყის მატჩში ათენის “პანიონიოსს” უმასპინძლა და 78:43 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი მოედანს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და მოედანზე 13 წუთი გაატარა. შერმადინმა 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 5 ქულას 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.
გიორგიმ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
პირეოსელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მერდი კოლინსი იყო 16 ქულით, მეტ ლოესკიმ კი 11 ქულას 6 მოხსნა წაამატა.