გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “გიპუზკოა ბასკეტთან” 67:83 დამარცხდა. შერმადინი არაგონელთა რიგებში საუკეთესო იყო, ხოლო სანიკიძეს არ უთამაშია. ის საქართველოში იმყოფება და ესპანურ ვიზას ელის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სწორედ ვიზის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში და ხვალ უკვე ესპანეთში დაბრუნდება.
ქართველი ცენტრი “სარაგოსას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, საბოლოოდ მოედანზე 22:14 წუთი გაატარა და საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (15) ჰქონდა.
შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. გიორგის პასივში 5 შეცდომა და 3 პერსონალური ფოლი გახლდათ და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველთა კლუბს ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი 12 ოქტომბერს სტუმრად “