კალათბურთი

0:49 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ჩემპიონობას შორდება

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებს შორდება. პირეოსელებმა მარადიულ მეტოქე ათენის “პანათინაიკოსთან” ფინალის მე-2 მატჩიც წააგეს (52:63) და თუკი, 12 ივნისს შინაურ კედლებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, სერიას “მშრალზე” დათმობენ.

ბერძნული გრანდების მე-2 დაპირისპირებას ათენმა უმასპინძლა და მასპინძლებმა დამსახურებულად იმარჯვეს. მართალია, “პაო” მსაჯების მხრიდან მცირე დახმარებას გრძნობდა, თუმცა, შეხვედრის განმავლობაში, სტუმრებზე სტაბილურად გამოიყურებოდა.

ქართველმა ცენტრმა მე-2 მეოთხედში 04:25 წუთს ითამაშა და ვერაფრის გაკეთება მოასწრო, პირეოსელთაგან 10-ქულიან ზღვარს კი მხოლოდ ვასილისი სპანულისი გადასცდა. მისი მონაგარი 12 ქულა გახლდათ. “პანათინაიკოსს” 17 ქულით ხორვატმა როკო-ლენი უკიჩმა ულიდერა.

თეგებიშერმადინი
0.118285