"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელმა ტედი შერინგემმა განაცხადა, რომ "მანჩესტერს" შეეძლო, ფელაინის ნაცვლად, იოზილი შეეძინა.
"კლუბს ფელაინის ნაცვლად იოზილი სჭირდებოდა, როგორც ფლეიმეიქერი. ჩემი აზრით, მაიკლ კერიკი და ფელაინი ერთი სტილის ფეხბურთელები არიან, მაგრამ კერიკი საქმეს უფრო კარგად აკეთებს. რატომ მოიყვანეს ფელაინი? თუ კლუბი 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის, მაშინ ველოდებით, რომ ფეხბურთელმა ძირითადში აუცილებლად უნდა ითამაშოს", _ განაცხადა შერინგემმა.
პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, მაროუანე ფელაინი 62-ე წუთზე, ანდერსონის ნაცვლად შევიდა.
გიორგი ბალახაძე