“ჩელსის” 31 წლის ფეხბურთელის, ეშლი კოულის ყოფილმა მეუღლემ, ბრიტანელმა მომღერალმა შერილ კოულმა პოპულარული გამოცემა GQ-ს გარეკანი დაამშვენა. 28 წლის ლამაზმანმა ხსენებული ჟურნალის წარმომადგენელს გაანდო, რომ დედობა სურს: “შვილები ძალიან მინდა, რადგან ბავშვები უზომოდ მიყვარს. მათ სახელებზეც კი მიფიქრია. ჩემს პატარა ბიჭუნას ალფის დავარქმევდი. ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანას დედობისთვის მოვევლინე”.
შეგახსენებთ, რომ შერილი და ეშლი ერთმანეთს 2010 წელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი არიან.