თამაშგარე

2:58 | 19.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

შერილ კოულს ახალი საყვარელი ჰყავს?

შერილ კოულმა, რომელიც 2 წლის წინ გაშორდა ლონდონის "ჩელსის" მცველ ეშლი კოულს, როგორც ჩანს, ახალი საყვარელი იპოვა - ის 26 წლის ამერიკელ მოცეკვავესთან ვალტერ ჰოლოუზთან ერთად შენიშნეს პრესტიჟულ რესტორან Cicconi-ში. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ჯგუფ Girls Aloud-ის წევრები: კიმბერლი უოლში, ნიკოლა რობერტსი და სხვა მეგობრები.მოგვიანებით კამპანიამ ღამის კლუბ The Rose Club-ში გადაინაცვლა, სადაც დილამდე მოილხინეს. როცა იშლებოდნენ, შერილმა და მისმა ახალმა მეგობარმა ტაქსი დაიქირავეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

0.122672