თამაშგარე

20:09 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერეული სტილით მოჩხუბარი ქალი სინამდვილეში კაცია

ფალონ ფოქსი, წარსულში ბოიდ ბარტონი, შერეული სტილის ორთაბრძოლის ერთ–ერთი ფავორიტი ათლეტია ამერიკაში. მას წაგება დიდად არ უყვარს, თუმცა რა გასაკვირია, რომ მისი დამარცხება ძნელია. ის ხომ ოდესღაც კაცი იყო...

ფოქსის სქესის შეცვლაზე ინფორმაცია პრესას მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ფოქსი 1999 წელს შეუყვარდა, როდესაც ის სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა და საკმაოდ მამაკაცური იყო, მოკლე თმითა და დიდი კუნთებით. ჩაცმის სტილიც საკმაოდ კაცური ჰქონდა – ძირითადად ტყავის ქურთუკი და ლითონის დეტალები.

გოგონას განცხადებით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფოქსი ტრანსსექსუალია და დაშორების მიზეზიც მხოლოდ მუდმივი სიშორე იყო და არა სექსუალური ორიენტაცია. როგორც თავად ფოქსს მიუწერია ყოფილი გოგონასთვის “ფეისბუკზე“, მან სქესი შეიცვალა, რადგან ყოველთვის არასწორ სხეულში გრძნობდა თავს და ძლივს იპოვნა თავისი მოწოდება.

0.11759