კალათბურთი

17:24 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას კლუბმა აივერსონი გადაიბირა

ესპანურმა “ლაბორალ კუჩამ”, რომელშიც მომავალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია ითამაშებს, კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

ბასკური კლუბის ღირსებას ამერიკელი ცენტრი კოლტონ აივერსონი დაიცავს, რომელიც გასულ დრაფტზე 53-ე ნომრად “ინდიანა პეისერზმა” აირჩია, შემდეგ კი მასზე უფლებები “ბოსტონ სელტიქსს” გადაეცა.

გასულ სეზონში 25 წლის აივერსონი თურქულ “ბეშიქთაშში” (საშუალოდ 6.2 ქულა და 4.3 მოხსნა 29 მატჩში) ირიცხებოდა, “ლაბორალ კუჩასთან” კი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.11982