კატასტროფული სტარტის შემდეგ, “ბრუკლინ ნეთსი”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს, ნელ-ნელა მწყობრში დგება. ბრუკლინელებმა ამჯერად წყნარი ოკეანის დივიზიონის ლიდერ “ლოს ანჟელეს კლიპერსს” სძლიეს (102:93) და ეს, “ნეთსისთვის” ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო.
გასული შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა. “ბარკლაის სენთერში” შეკრებილი 15 563 მაყურებლისდა სასიხარულოდ, მასპინძლები დასკვნითი მეოთხედის წინ უკვე 21 ქულით იგებდნენ და თამაშის მოგებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
შენგელიამ მოედანზე 04:25 წუთი გაატარა და 1 ორქულიანის აცილება და 1 პერსონალური ფოლის მიღება მოასწრო. სამაგიეროდ, ჩინებულად გაისარჯა “ბრუკლინის” კიდევ ერთი სათადარიგო ენდრიუ ბლატჩი, რომელმაც 27:43 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“კლიპერსს” შესაბამისად 20 და 19 ქულით კრის პოლმა და ჯამალ კროუფორდმა ულიდერეს, გუნდის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა ბლეიკ გრიფინმა კი მართალია, ორმაგი დუბლი (12 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალა, საკუთარ თავს მაინც არ ჰგავდა, რადგანაც თამაშიდან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა.
“ბრუკლინმა” 14 მარცხის წილ მე-8 გამარჯვება იზეიმა და ატლანტის დივიზიონში უკვე მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-10 პოზიციაზეა.
დღის კიდევ ერთ შეხვედრაში წარმატებული სვლა განაგრძო დასავლეთ კოფერენციის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ტრეილ ბლეიზერსმა”. პორტლენდელებმა ასევე კარგ ფორმაში მყოფ “ჰიუსტონ როკიტსს” 111:104 სძლიეს, არადა, ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში საყაიმო გახლდათ.
მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი მძიმე ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა დაიდო. იგი “ბლეიზერსის” ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 25 მოხსნა მიითვალა. ოლდრიჯმა თითქმის შეუცვლელად – 41:03 წუთს ითამაშა და 31 ქულა, 25 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
ლამარკუსის გაბრწყინებამ გააუფერულა ჰიუსტონელთა “სუპერმენის” დუაიტ ჰოვარდის გარჯა, რომელმაც 32 ქულას 17 მოხსნა წაამატა, ხოლო “როკიტსის” კიდევ ერთი ლიდერის ჯეიმს ჰარდენის აქტივში 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი გახლდათ.
შაბათ დილით ნბა-ში ერთბაშად 13 მატჩი ჩატარდება და საქმეში ქართველ კალათბურთელთა გუნდებსაც ვიხილავთ. შენგელიას “ბრუკლინი” ცენტრალური დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “
ბრუკლინი – კლიპერსი 102:93 (20:25, 36:19, 27:18, 19:31)
ბრუკლინი: ჯონსონი (21 ქ.), ლოპესი (16 ქ. 7 მ.), უილიამსი (15 ქ.), ანდერსონი (3 ქ.), გარნეტი (2 ქ.); ბლატჩი (21 ქ. 9 მ.), პირსი (10 ქ. 7 მ.), ლივინგსტონი (6 ქ.), ტელეტოვიჩი (4 ქ.), პლამლი (4 ქ.), ტეილორი, შენგელია.
კლიპერსი: პოლი (20 ქ.), გრიფინი (12 ქ. 11 მ.), გრინი (8 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 12 მ.), დადლი (4 ქ.); კროუფორდი (19 ქ.), კოლისონი (8 ქ.), ჰოლინზი (7 ქ.), ჯემისონი (6 ქ.), ჯეკსონი (3 ქ.), მალინსი.
პორტლენდი – ჰიუსტონი 111:104 (21:20, 22:24, 33:32, 35:28)
პორტლენდი: ოლდრიჯი (31 ქ. 25 მ.), მეტიუზი (18 ქ.), ლოპესი (16 ქ. 10 მ.),
ჰიუსტონი: ჰოვარდი (32 ქ. 17 მ.), ჰარდენი (25 ქ. 7 პ.), პარსონსი (14 ქ.), ჯონსი (10 ქ.), ბევერლი (9 ქ. 11 მ.); კასპი (6 ქ.), ლინი (5 ქ.), გარსია (3 ქ.).
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 22 | 18 | 1 | 0 | 3 | 2150:1964 | 0.864 | |
2. | მაიამი | 22 | 16 | 0 | 0 | 6 | 2258:2103 | 0.727 | |
3. | ატლანტა | 22 | 11 | 0 | 0 | 11 | 2183:2181 | 0.500 | |
4. | ბოსტონი | 24 | 10 | 0 | 0 | 14 | 2279:2307 | 0.417 | |
5. | შარლოტი | 22 | 10 | 0 | 0 | 12 | 1990:2033 | 0.455 | |
6. | ვაშინგტონი | 20 | 7 | 2 | 3 | 8 | 1962:1978 | 0.450 | |
7. | დეტროიტი | 23 | 10 | 0 | 2 | 11 | 2286:2317 | 0.435 | |
8. | ჩიკაგო | 20 | 8 | 0 | 2 | 10 | 1847:1853 | 0.400 | |
9. | კლივლენდი | 21 | 6 | 2 | 0 | 13 | 1956:2086 | 0.381 | |
10. | ბრუკლინი | 22 | 7 | 1 | 1 | 13 | 2094:2235 | 0.364 | |
11. | ტორონტო | 20 | 7 | 0 | 2 | 11 | 1960:1986 | 0.350 | |
12. | ორლანდო | 22 | 7 | 0 | 2 | 13 | 2144:2237 | 0.318 | |
13. | ფილადელფია | 23 | 4 | 3 | 1 | 15 | 2342:2514 | 0.304 | |
14. | ნიუ იორკი | 21 | 6 | 0 | 1 | 14 | 1969:2052 | 0.286 | |
15. | მილუოკი | 22 | 4 | 1 | 2 | 15 | 1971:2171 | 0.227 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | პორტლენდი | 23 | 18 | 1 | 0 | 4 | 2447:2302 | 0.826 | |
2. | ოკლაჰომა სიტი | 21 | 15 | 2 | 0 | 4 | 2207:2075 | 0.810 | |
3. | სან ანტონიო | 21 | 17 | 0 | 0 | 4 | 2160:1949 | 0.810 | |
4. | კლიპერსი | 24 | 14 | 1 | 0 | 9 | 2479:2382 | 0.625 | |
5. | ჰიუსტონი | 23 | 14 | 1 | 1 | 7 | 2468:2337 | 0.652 | |
6. | დენვერი | 21 | 13 | 0 | 0 | 8 | 2154:2099 | 0.619 | |
7. | ფინიქსი | 21 | 12 | 0 | 1 | 8 | 2137:2098 | 0.571 | |
8. | დალასი | 23 | 13 | 0 | 0 | 10 | 2368:2346 | 0.565 | |
9. | გოლდენ სტეიტი | 23 | 13 | 0 | 2 | 8 | 2361:2290 | 0.565 | |
10. | მინესოტა | 22 | 10 | 1 | 0 | 11 | 2321:2231 | 0.500 | |
11. | ნიუ ორლეანი | 20 | 8 | 2 | 0 | 10 | 2068:2047 | 0.500 | |
12. | მემფისი | 21 | 8 | 2 | 0 | 11 | 1964:2036 | 0.476 | |
13. | ლეიკერსი | 21 | 10 | 0 | 0 | 11 | 2127:2173 | 0.476 | |
14. | საკრამენტო | 20 | 5 | 1 | 1 | 13 | 1976:2037 | 0.300 | |
15. | იუტა | 24 | 4 | 1 | 1 | 18 | 2240:2449 | 0.208 |