კალათბურთი

14:47 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 10 ქულა სუპერშედეგიან მატჩში

თორნიკე შენგელიას “სპრინგფილდ არმორმა” ნბა-ს განვითარების ლიგაში სუპერშედეგიანი მატჩი ჩაატარა და “აიოვა ენერჯისთან” 132:143 წააგო, თავად ქართველი კალათბურთელი კი ისეთი შედეგიანი არ ყოფილა, როგორც ველოდით.

მაგალითად, “თოკოს” თანაგუნდელმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა თამაშიდან ერთბაშად 25-ჯერ შეუტია და საბოლოოდ, 41 ქულა (!) მოაგროვა, ქართველმა ფორვარდმა კი 5-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 1 სამქულიანი ააცილა და 10 ქულას დასჯერდა.

შენგელიას აქტივში 4 მოხსნა და 1 დაფარებაც გახლდათ, პასივში კი – 5 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი.

“არმორს” 4 მოგების წილ 13 მარცხი მოუგროვდა და განვითარების ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზე რჩება.

სპრინგფილდელებს მორიგი მატჩი კვირა დილით “დელავერთან” ელით, თუმცა, იმ დროისთვის თორნიკე ისევ “არმორში” იქნება, თუ “ბრუკლინ ნეთსს” დაუბრუნდება, ჯერჯერობით, უცნობია.

0.127159