კალათბურთი

2:30 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ საზაფხულო ლიგა 14 ქულით დაასრულა

თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” საზაფხულო ლიგა მოგების გარეშე დაასრულა. ორლანდოში გამართულ ტურნირზე ბრუკლინელებმა ჯამში 5 მატჩი ჩაატარეს და ხუთივეში მარცხი განიცადეს. მეცხრე-მეათე ადგილებისთვის შეხვედრაში “ნეთსი” “ფილადელფია სიქსერზს” დაუპირისპირდა და 86:89 წააგო.

საინტერესოა, რომ ბრუკლინელებმა გასული მატჩი მხოლოდ ექვსი კალათბურთელით ჩაატარეს, ქართველი ფორვარდი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:41 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა, 2-ჯერ დაუფარეს და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. “ნეთსს” 23-23 ქულით პლამლიმ და რაიტმა ულიდერეს, ბენსონმა კი 18 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

ისიც ვთქვათ, რომ შენგელიას თამაშს უშუალოდ დარბაზიდან თვალი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამაც მიადევნა.  

აქვე დავძენთ, რომ ოფიციალური სახე მიეცა “ბრუკლინს” და “ბოსტონს” შორის გარიგებას, რომლის თანახმადაც “ნეთსმა” კევინ გარნეტი, პოლ პირსი, დი ჯეი უაიტი და ჯეისონ ტერი მიიღო, ხოლო “სელტიქსს” ჯერალდ უოლესი, კრის ჯოზეფი, კრის ჰამფრისი, კიტ ბოგანზი, მარშონ ბრუკსი და 2017 წლის დრაფტის პირველ რაუნდში 3 არჩევანი ერგო.

0.119091