კალათბურთი

1:10 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ სამი წუთი ითამაშა, “ჩიკაგომ” 10-დან მე-9 მოიგო

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უკანასკნელი 10 მატჩიდან მე-9 მოიგო და ეს ძალიან იოლად მოახერხა. ჩიკაგოს “იუნაითიდ სენთერში” მასპინძლები “ნიუ იორკ ნიქსს” დაუხვდნენ და 109:89 იმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე დასკვნით 03:08 წუთს გამოჩნდა და 1 შედეგიანი პასის განხორციელება მოასწრო, შეხვედრის ბედი კი მეტწილად პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “ბულსმა” 37:16 მოიგო.

გასული მატჩი ძალიან წარმატებული გამოდგა ჟოაკიმ ნოასთვის, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა. ფრანგმა კალათბურთელმა 13 ქულა, 12 მოხსნა და კარიერისთვის სარეკორდო 14 პასი მიითვალა.

ჩიკაგოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად შვიდმა მოთამაშემ გადააბიჯა, “ნიქსის” მხრიდან კი ტრადიციულად შედეგიანად მოთამაშე კარმელო ენტონის (21 ქულა) გარდა, ტაისონ ჩენდლერის გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ – 8 ქულა, 22 მოხსნა.

შენგელიას კლუბმა 26 მარცხის წილ 33-ე გამარჯვება იზეიმა და ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი უკვე მე-3 საფეხურზე გადაინაცვლა. 4 მარტის დილას ჩიკაგოელები თორნიკეს ყოფილ კლუბ “ბრუკლინ ნეთსს” ესტუმრებიან.

0.121182