თორნიკე შენგელიამ “ბრუკლინ ნეთსის” ახალი მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. ბრუკლინელებმა
მატჩში ანგარიში სწორედ შენგელიამ გახსნა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ქულები გახლდათ. თორნიკემ 2 ქულას 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბრუკლინი” საზაფხულო ლიგაში მორიგ შეხვედრას დღეს ღამით “მაიამი ჰითის” წინააღმდეგ ჩაატარებს.