საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ “ლაბორალ კუჩასთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით, აღნიშნული საკუთარ საიტზე არ დაუდასტურებია ბასკურ კლუბს, თუმცა, ინფორმაციას ისეთი ცნობილი ვებ-გვერდები ავრცელებენ, როგორებიც Eurohoops.net და Sportando.com არიან.
შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბი შენგელიათი დაინტერესებას მას შემდეგ გამოთქვამდა, რაც ეს უკანასკნელი ნბა-დან დაითხოვეს და თავისუფალი აგენტი გახლდათ. “ლაბორალ კუჩამ” “თოკოს” კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა და როგორც სჩანს, საბოლოოდ, დადებითი პასუხიც მიიღო.
როგორც ირკვევა, მომავალი 3 წლის განმავლობაში, შენგელია 2.1 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც იგი ბასკური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ “ლაბორალ კუჩა” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გახლავთ გასული და კატალონიურ “ბარსელონასთან” დაპირისპირება