კალათბურთი

1:12 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ისევ “სპრინგფილდ არმორში” გაანათხოვრეს

“ბრუკლინ ნეთსმა” ქართველი თორნიკე შენგელია და ამერიკელი ტაიშუან ტეილორი, რომელთაც მიმდინარე სეზონში კლუბის მაისური არცერთხელ მოურგიათ, ნბა-ს განვითარების ლიგის ბინადარ “სპრინგფილდ არმორში” გაანათხოვრა. აღნიშნულის შესახებ განცხადება “ნეთსის” გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბრუკლინელები ამ პრაქტიკას გასულ სეზონშიც ხშირად მიმართავდნენ. მაშინ თოკომ “არმორის” რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 24.3 ქულას, 8.2 მოხსნას, 4.0 პასს და 2.3 ჩაჭრას აგროვებდა. საკუთრივ “ნეთსში” კი ქართველმა ფორვარდმა 19 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 4.9 წუთში 1.6 ქულა და 1.2 მოხსნა ჰქონდა.

შენგელია და ტეილორი “სპრინგფილდს” დღეს შეურთდებიან და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. “არმორს” განვითარების ლიგის პირველი მატჩი 23 ნოემბრის დილას “მეინის” წინააღმდეგ ელის.

0.117474