კალათბურთი

4:50 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ისევ სასტარტოშია

თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” ორლანდოს საზაფხულო ლიგაში მე-2 მატჩიც წააგო. ჯეისონ კიდის მიერ გაწვრთნილი ბრუკლინელები ამჯერად “მაიამი ჰითს” დაუპირისპირდნენ და 86:93 დამარცხდნენ, ქართველი ფორვარდი კი ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:53 წუთს ითამაშა.

შენგელიამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 6 ქულას 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. თორნიკემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაუფარეს.

“ნეთსი” საზაფხულო ლიგაზე კიდევ სამ მატჩს ჩაატარებს. 10 ივლისს ბრუკლინელები “იუტას” ეთამაშებიან, 11-ში -   “ჰიუსტონს”, 12-ში კი კიდევ ერთ გუნდს, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა.

0.116954