ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ “ლაბორალ კუჩასთან” გაფორმების კვალად, კლუბის გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართა.
ბასკურ ქომაგებს საშუალება ჰქონდათ შენგელიასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და მისგან ავტოგრაფებიც მიეღოთ. “ლაბორალ კუჩას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
ამასობაში, ბასკურმა კლუბმა კიდევ ერთი ფორვარდი შეიმატა. ბასკურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ლატვიელმა კალათბურთელმა
ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც ნბა-დან შეთავაზების შემთხვევაში, ბერტანსს “ლაბორალ კუჩის” დატოვების უფლება ექნება. ცნობისთვის, 21 წლის ლატვიელ ფორვარდზე უფლებები “სან ანტონიოს” ეკუთვნის.
დავისი 2012 წლიდან 2014 წლამდე სერბული “პარტიზანის” ღირსებას იცავდა, ივლისში კი ბელგრადული კლუბი დატოვა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ბასკურ კლუბს ტოვებს ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი – 34 წლის ანდრეს ნოჩიონი. ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი გახდა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს მადრიდის “რეალთან” გააფორმებს.