ზედიზედ მე-2 მატჩია თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსის” განაცხადში ვერ ხვდება. ქართველი კალათბურთელის არყოფნაში, “ხარებმა” მშობლიურ “იუნაითედ სენთერში” ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ატლანტა ჰოუქსი” მიიღეს და 100:85 იმარჯვეს.
შენგელიას “ბრუკლინიდან” “ჩიკაგოში” გადასვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქართველ ფორვარდს ნაკლები კონკურენციის პირობებში სათამაშო დრო გაეზრდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს. დროს მომატება კი არა, თორნიკე განაცხადშიც აღარ შეჰყავთ...
“ატლანტასთან” გასული მატჩი გამორჩეული გამოდგა “ბულსის” ცენტრ ჟოაკიმ ნოასთვის. ფრანგმა კალათბურთელმა 19 ქულა, 16 მოხსნა და 11 პასი მიითვალა და კარიერაში მე-4 სამმაგი დუბლი მიითვალა. ცნობისთვის, თებერვალში ნოას საშუალო მაჩვენებლები 11.8 ქულა, 11.4 მოხსნა და 4.6 პასია.
საინტერესოა, რომ ჩიკაგოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა უწია, არადა, მასპინძელთა თავკაცმა ტომ ტიბოდომ მხოლოდ 8 კალათბურთელი დატვირთა. ნოას გარდა დაბლ-დაბლი ტაჯ გიბსონმა (24 ქულა, 12 მოხსნა) და ჯიმი ბატლერმა (12 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულეს.
“ჩიკაგოს” 26 მოგება და 25 მარცხი მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. “ბულსი” მომდევნო მატჩს 14 თებერვლის დილას შენგელიას ყოფილი კლუბის “ბრუკლინ ნეთსის” წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო ხვალ დილით ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” “ნიუ ორლეან პელიკანსს” უმასპინძლებს.
ჩიკაგო –
ჩიკაგო: გიბსონი (24 ქ. 12 მ.), ნოა (19 ქ. 16 მ. 11 პ.), დანლივი (15 ქ.), ბატლერი (12 ქ. 13 მ.), ჰაინრიხი (10 ქ. 6 პ.); ოგასტინი (13 ქ.), სნელი (5 ქ.), მოჰამედი (2 ქ.).
შარლოტი – დალასი 114:89 (28:26, 30:18, 31:21, 25:24)
შარლოტი: ჯეფერსონი (30 ქ. 8 მ.), ჰენდერსონი (15 ქ.), მაკრობერტსი (9 ქ. 13 პ.), უოკერი (7 ქ. 9 მ. 9 პ.), კიდ-გილკრისტი (4 ქ.); ტოლივერი (22 ქ.), ბიიომბო (10 ქ.), სეშნსი (5 ქ. 8 პ.), ზელერი (5 ქ. 7 მ.), ედრიენი (4 ქ.), პარგო (3 ქ.), დუგლას-რობერტსი.
დალასი: ელისი (16 ქ. 7 პ.), ნოვიცკი (16 ქ.), კალდერონი (8 ქ.), მერიონი (6 ქ.), დალემბერტი (4 ქ.); ჰარისი (9 ქ.), კარტერი (8 ქ.), რაიტი (8 ქ.), კრაუდერი (5 ქ.), ელინგტონი (4 ქ.), ბლეირი (3 ქ.), ლარკინი (2 ქ.), ჯეიმსი.
კლივლენდი – საკრამენტო 109:99 (30:23, 25:20, 25:25, 29:31)
კლივლენდი: დენგი (22 ქ.), ტომპსონი (16 ქ. 13 მ.), ირვინგი (13 ქ. 6 პ.), ზელერი (6 ქ.), ჯეკი (2 ქ.); უეიტერსი (20 ქ. 8 პ.), ბენეტი (19 ქ. 10 მ.), სიმსი (7 ქ.), ჯი (4 ქ.), დელავედოვა.
საკრამენტო: კაზინსი (21 ქ. 10 მ.), ტომასი (16 ქ. 8 პ.), გეი (14 ქ. 9 მ.), ტორნტონი (11 ქ.), ტომპსონი; უილიამსი (10 ქ.), მაკლემორი (9 ქ.), ლენდრი (6 ქ.), აუტლო (5 ქ.), ეისი (5 ქ.), მაკკალუმი (2 ქ.), ფრედეტი, გრეი.
მემფისი – ვაშინგტონი 92:89 (24:23, 28:16, 27:31, 13:19)
მემფისი: კალატესი (18 ქ. 7 მ. 6 პ.), გასოლი (18 ქ. 7 მ.), ლი (13 ქ.), რენდოლფი (13 ქ. 10 მ.), პრინსი (7 ქ.); ჯონსონი (13 ქ.), კუფოსი (6 ქ.), მილერი (2 ქ.), დევისი (2 ქ.), მორისი.
ვაშინგტონი: ბილი (37 ქ.), ნენე (17 ქ.), არიზა (10 ქ.), გორტატი (10 ქ.), უოლი (5 წ.); სერაფინი (4 ქ. 4 დ.), უებსტერი (3 ქ.), ტემპლი (2 ქ.), ბუკერი (1 ქ.), ვესელი.
ფინიქსი – მაიამი 97:103 (25:22, 21:21, 28:28, 23:32)
ფინიქსი: გრინი (26 ქ.), დრაგიჩი (15 ქ. 9 პ.), ფრაი (15 ქ.), ტაკერი (14 ქ. 8 მ.), პლამლი (2 ქ.); მარკიფ მორისი (12 ქ.), სმიტი (8 ქ.), ბარბოზა (5 ქ.), მარკუს მორისი, ლენი.
მაიამი: ჯეიმსი (37 ქ. 9 მ. 5 ჩ.), ბოში (21 ქ. 8 მ.), ჩალმერსი (13 ქ.), დუგლასი (5 ქ.), ბატიე (3 ქ.); კოული (10 ქ.), ალენი (7 ქ. 7 მ.), ანდერსენი (6 ქ.), ლუისი (1 ქ.).
პორტლენდი –
პორტლენდი:
ლეიკერსი – იუტა 79:96 (27:16, 10:32, 23:20, 19:28)
ლეიკერსი: კამანი (25 ქ. 14 მ.), ჯონსონი (15 ქ.), უილიამსი (11 ქ.), ბლეიკი (5 ქ. 8 პ.), ნეში (2 ქ.); მარშალი (7 ქ. 7 პ.), ჰილი (7 ქ.), საკრე (4 ქ.), კელი (3 ქ.).
იუტა: ჰეივორდი (15 ქ. 8 მ. 7 პ.), ფეივორსი (11 ქ. 10 მ.), უილიამსი (9 ქ. 7 მ.), ბერკი (8 ქ. 8 პ.), ჯეფერსონი (2 ქ.); ბერკსი (24 ქ.), ევანსი (14 ქ.), კანტერი (6 ქ. 11 მ.), გარეტი (4 ქ.), რაში (3 ქ.).