თამაშგარე

15:33 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შემართებული ვერონიკა ტორსელი

თითქმის მთელს მსოფლიოში ლამის ყველა საფეხბურთო ნაკრებს ისეთი ასულები ქომაგობენ, თუკი გერმანიიდან ჩამოსულ ვერელ დავითას დავუჯერებთ, ევროპაში ბევრი კაცი სტადიონზე ფეხბურთის სანახავად კი არა, ლამაზ ასულთა შესათვალიერებლად დადის.

რთული სათქმელია სიმართლეს ღაღადებენ თუ არა ვერელი დავითას ბაგენი, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის ლამაზმანებს არც შვედი ასული, მოდელი ვერონიკა ტორსელი ჩამოუვარდა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, შვედეთის ნაკრების სახე მე უნდა ვიყოო და ძალ ღინეც არ დაიშურა ამ მიზნის მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მისი მეგობრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ, ამ უიღბლობამ ვერონიკა ტორსელის შემართებას ვერაფერი დააკლო და ამ ლამაზმა ქალბატონმა შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებს ისეთი ფოტოსესია უძღვნა, ლამის მთელი ევროპა ნატრულობს, რატომ მესამე თვალი არა გვაქვს, ვერონიკას რამე-რუმეები უკეთ რომ დავინახოთო.

0.123068