სხვა

14:50 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეგნებული საქციელი თუ დასანანი გაუგებრობა?

მაშინ, როდესაც ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებამდე ოთხ თვეზე ოდნავ მეტი რჩება, “სოჭი 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტი, შესაძლოა, ახალ გაუგებრობაში აღმოჩნდეს. საქმე ეხება ოლიმპიადის სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუბიექტებად შეყვანას.

განვმარტავთ, რომ საუბარია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ელექტრონულ ბაზაში განთავსებულ ტელე-მედიის სარეგისტრაციო ფორმაზე, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე “სახელმწიფოებად” არის მოხსენიებული.

სავარაუდოდ, ზემოთხსენებული ელექტრონული ბაზა ევროპის მაუწყებელთა კავშირს “სოჭი 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მიაწოდა.

ამ უსიამოვნო ამბის დეტალების გასარკვევად და დასანანი გაუგებრობის დროულად აღმოსაფხვრელად, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური თამაშების მედია-ოპერაციების განყოფილებას. როგორც ოფისის ხელმძღვანელმა ენტონი ედგარმა გვიპასუხა, ვითარებაში გაერკვევიან და ოფიციალურ პასუხსაც ოპეტარიულად გვაცნობებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახური

თეგები“სოჭი 2014”
0.115429