ფეხბურთი

3:13 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

შედეგიანი ფრე რენში

საფრანგეთის ჩემპიონატის 28–ე ტური ერთობ შედეგიანი მატჩით დაიწყო – „რენმა“ საკუთარ არენაზე „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა და 2:2–ზე დაუზავდა. მასპინძლები 2–ჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრები არ ნებდებოდნენ და ანგარიშის გათანაბრებას ახერხებდნენ.

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. შესვენებიდან დაბრუნებულმა „რენმა“ აქტიურად შეუტია და 51–ე წუთზე დაწინაურდა კიდეც – ჟულიენ ფერემ ჯონ ბოიეს პასი დააგვირგვინა გოლით.

მასპინძლებს სიხარული დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან პიერ–ემერიკ ობამეიანგმა ანგარიში გაათანაბრა და „სენტ ეტიენს“ ქულა გადაურჩინა.

 

რენი. „სტად დე ლა რუტ დე ლორიანი“.

რენი – სენტ ეტიენი 2:2 (1:1)

რენი: კოსტილი, დანზე, ტეოფილ–კატერინი, ბოიე, მავინგა, დიარა (სანე 82), მაკუნი, ფერე (პაჟო 71), დიალო, პიტროილა, ერდინჩი (დიარა 70).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი

სენტ ეტიენი: რიუფე, კლერი, სალი, ბრიზონი, პერენი, ბოდმერი (გულამი 88), ლემუანი, გილავოგი, მოლო (ამუმა 66), ობამეიანგი, გრადელი (კოადი 63).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

გოლები: 1:0 დანზე (44), 1:1 მოლო (45), 2:1 ფერე (51), 2:2 ობამეიანგი (65)

გაფრთხილებები: გრადელი (51) – გრადელი (52), კლერი (72), ამუმა (90)

კარში დარტყმა: 11 (7) – 9 (4) ჯარიმა: 11 - 16 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 2 – 5

 

1. პსჟ 27 16 6 5 49:17 54
2. ლიონი 27 15 7 5 47:26 52
3. მარსელი 27 15 4 8 34:32 49
4. სენტ ეტიენი 28 13 9 6 46:21 48
5. ნიცა 27 12 9 6 39:32 45
6. მონპელიე 27 13 5 9 43:32 44
7. ლილი 27 11 10 6 37:27 43
8. რენი 28 12 6 10 41:38 42
9. ლორიანი 27 10 10 7 43:43 40
10. ბორდო 27 9 11 7 27:24 38
11. ვალანსიენი 27 9 8 10 35:37 35
12. ტულუზა 27 8 10 9 32:32 34
13. ბასტია 27 8 6 13 30:51 30
14. აიაჩო 27 7 10 10 29:37 29
15. ბრესტი 27 8 5 14 28:37 29
16. რეიმსი 27 6 9 12 23:31 27
17. სოშო 27 7 6 14 28:40 27
18. ევიანი 27 5 9 13 25:39 24
19. ნანსი 27 4 9 14 24:45 21
20. ტრუა 27 3 11 13 29:48 20

 

ბომბარდირები

იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 22, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 15, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.

9 მარტი

პსჟ-ნანსი; აიაჩო-ლორიანი; ტრუა-რეიმსი; ევიანი-სოშო; ბრესტი-ტულუზა; ვალანსიენი-ლილი.

10 მარტი

ნიცა-მონპელიე; ბორდო-ბასტია; ლიონი-მარსელი.

0.118579