ფეხბურთი

23:18 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შედეგიანი ფრე „ბორუსია პარკზე“

გერმანიის ბუნდესლიგის მე–17 ტური „გლადბახისა“ და „ვოლფსბურგის“ მატჩმა დახურა. „ბორუსია პარკზე“ უხვგოლიანი მატჩი შედგა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ვოლფსბურგელთა პლეიმეიკერი დიეგო რიბასი რიკარდო როდრიგესის გადაცემას გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. „გლადბახი“ არ გატყდა – 5–წუთიან მონაკვეთში, „მგლებს“ 2 ბურთი გაუტანა და დაწინაურდა.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ვოლფსბურგის“ ფორვარდმა ბას დოსტმა მიითვალა შედეგიანი დარტყმა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2.

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54300

გლადბახი – ვოლფსბურგი 2:2 (0:0)

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო, რაფაელი (დე იონგი 90), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 88).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, გუსტავო, მედოევიჩი (პერიშიჩი 71), კალიჯური (ჩჟა–ჩოლი 88), არნოლდი, ოლიჩი (დოსტი 79).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 დიეგო (54), 1:1 რაფაელი (59), 2:1 არანგო (64), 2:2 დოსტი (86)

გაფრთხილება: ვენდტი (72) – ოქსი (49), დიეგო (55), კალიჯური (78)

კარში დარტყმა: 14 (8) – 18 (10) ჯარიმა: 12 - 14 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 8 – 6

0.117478