ფეხბურთი

15:41 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარი” ალეგრის 6 მილიონს სთავაზობს

თუკი დონეცკის “შახტარის” თავკაცი მირჩა ლუჩესკუ პოსტს დატოვებს, კლუბი მის შეცვლას “მილანის” მთავარი მწვრთნელით - მასიმილიანო ალეგრითი ეცდება. Corriere dello Sport-ის ცნობით, უკრაინელები ახალ მწვრთნელს ზაფხულიდან ელიან. 

“შახტარის” მფლობელი რინატ ახმეტოვი ალეგრის ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს. “მილანში”, “მწვრთნელის წლიური ანაზღაურება მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს შეადგენს და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად ითვლება. 
აღსანიშნავია, რომ ალეგრისადმი ინტერესს “რომაც” იჩენს.
0.114175