ფეხბურთი

13:30 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შავლო: "ანანიძე თუ წავა, "სპარტაკი" ბევრს დაკარგავს"

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, წარსულში ამ გუნდის ფეხბურთელმა სერგეი შავლომ ჯანო ანანიძე შეაქო. შავლომ განაცხადა, რომ ჯანო გუნდიდან გასაშვები ფეხბურთელი არაა:

"ანანიძე ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც სწორედ სპარტაკულ ფეხბურთს თამაშობს. მისი შეცვლაზე შესვლა ყოველთვის აძლიერებს შეტევებს. ჯანომ რამდენიმე ლამაზი გოლიც გაიტანა. ვფიქრობ, მისი წასვლის შემთხვევაში, "სპარტაკი" ბევრს დაკარგავს".

ჯანომ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა. "სპარტაკმა" რუსეთის პირველი დივიზიონის "უფას" 1:0 სძლია, ქართველმა კი მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და აქტიურიც გახლდათ. ანანიძე გამთამაშებლად გაამწესეს.

თეგებიანანიძე
0.121796