საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბუდაპეშტის გრან პრიზე მიღებული ტრავმის გამო ტატამს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი გუშინ, ფინალში, შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე უხერხულად დაეცა და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
“მუხლი საშინლად მეტკინა და ახლაც მაწუხებს ტკივილი. ერთადერთი, რაც ამჯერად ვიცი, ისაა, რომ მოტეხილობა არაა. სხვას ვერაფერს გეტყვით არც ის უთქვამს ვინმეს, ზუსტად რა სახის ტრავმაა, ან როგორი სიმძიმისაა და არც ის ვიცი, როდის შევძლებ ვარჯიშის გაგრძელებას და ჭიდაობას. ამას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს. საქართველოში ხვალ ვბრუნდები და გამოკვლევას სავარაუდოდ თბილისში ჩავიტარებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” შავდათუაშვილმა.
ტრავმის მიღების ეპიზოდი: https://www.youtube.com/watch?v=RV8bJ4d5lhM