საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე დასრულებულია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
ოლიმპიური და ევროპის ქართველი ჩემპიონი ჩრდილოკორეელი იონგ სიკ ჩოეს იპონით ძლევის შემდეგ ბრიტანელი კოლინ ოუტსთან იპონითვე დამარცხდა.
გადამწყვეტ ილეთამდე შავდათუაშვილი იუკოს იგებდა, მაგრამ გაფრთხილებებით წაგების ზღვარზე იყო (1:3 აგებდა) და რაც მთავარია, სამივე შიდო აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიიღო.
66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორები თბილისის დროით ღამის 12 საათისთვის გამოვლინდებიან. ხვალ კი ტატამი 73 კილოგრამში მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავლენ.