ფეხბურთი

16:33 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაშიაშვილი “დინამოს” აკადემიაში მუშაობას შეუდგა

გიორგი შაშიაშვილი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში მუშაობას შეუდგა.

ის, 14 წლამდელთა გუნდში ვლადიმერ გოჩაშვილის ასისტენტია და ასევე, 10 წლის ბავშვებს გაწვრთნის.

შაშიაშვილს “დინამოში” არაერთი სეზონის გაუტარებია და გუნდისთვისაც ხშირად უკაპიტნია. მან კარიერა 34 წლის ასაკში, თბილისურ კლუბში, გასული წლის მიწურულს დაასრულა და “დინამოს” ხელმძღვანელობამ აკადემიაში მუშაობა შესთავაზა, რასაც დათანხმდა.

სხვათა შორის, ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული მატჩების მიხედვით შაშიაშვილი “დინამოს” რეკორდსმენია. მას თბილისელთა რიგებში 197-ჯერ უთამაშია.

ფოტო fcdinamo.ge

0.116658