ფეხბურთი

5:26 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შარშანდელიც კი მახსოვს...”

 

“მანჩესტერმა” შაშანდელი წყენა გაიხსენა და ამჯერად წყნარად მოუგო “სანდერლენდს”. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სწორედ სანდერლენდში სტუმრად წაფორხილებამ დატოვა ფერგიუსონის გუნდი უტიტულოდ. მართალია, მეორე ტაიმში სტუმართა დაცვას შეხურებაც მოუხდა, მაგრამ ჯამში, “ეშმაკუნებმა” კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს, თუმცა მასპინძელთა ბელგიელ მეკარე მინოლეს რამდენჯერმე რომ არ ეყოჩაღა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. ერთადერთი გოლი, საკუთარ კარში გაიტანა  ტიტუს ბრამბლმა და “ალისფერები” კიდევ უფრო მიაახლოვა მე-20 ჩემპიონობას.

“იუნაიტედის” მდევარმა, მანჩესტერულმავე “სიტიმ” “ნიუკასლი” დაანგრია და მართალია, ჩემპიონობის იმედი დიდად აღარ აქვთ, მაგრამ ლაღი თამაშითა და ლამაზი გოლებით კი გაახარა ქომაგები. სტუმარმა “კაჭკაჭებმა” მე-40 წუთამდე გაძლეს, თუმცა მერე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ორჯერ დაიწყეს ცენტრიდან თამაში. ჯერ არგენტინელმა ტევესმა მარცხნიდან მიიღო გადაცემა, ვარდნაში დაარტყა და გახსნა ანგარიში, მალევე, დავიდ სილვამ გააორა. მერე კი, კაპიტან კომპანის ჯერი დადგა. ტრავმამოშუშებულმა ბელგიელმა, იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა და მიმდინარე პრემიერლიგაშიც პირველად გაიტანა, თანაც ქუსლით, ლამაზად. მეოთხე, კიდევ უფრო ეფექტური გოლი გამოვიდა: იაია ტურე მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და ღონივრად დაჰკრა ბურთს - მეკარე რობერტ ელიოტმა ჯეროვნად რეაგირებაც ვერ მოასწრო. მოკლედ, მანჩინის ბიჭებმა ლამაზად გაიმარჯვეს, მაგრამ თანაქალაქელ “იუნაიტედს”, ისევ 15 ქულით ჩამორჩებიან.

სამხრეთში ჩასულ “ჩელსის”, იმედგაცრუება ელოდა. ბენიტესის გუნდმა ისევ წააგო და ვინძლო, ესპანელმა თავის სკამზე სეზონის ბოლომდეც ვერ გაძლოს. თუმცა, “არისტოკრატთა” სუსტი თამაში სულაც არ ლახავს “წმინდანთა” დამსახურებას. “საუთჰემპტონმა” საკმაოდ დაწყობილი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამით ისარგებლა “ტოტენჰემმა” და მე-3 ადგილზე დაბრუნდა. ისევ გაიბრწყინა გარეთ ბეილმა. დასაწყისში მან ბელგიელ იან ვერტონგენს გაატანინა, შემდეგ კი თავად დალაშქრა “სუონსის” კარი. “ტოტენჰემმა” 2 ქულით გაუსწრო “ჩელსის”, თუმცა “ლურჯებს” “დეზებზე” ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

წარუმატებელი გამოდგა ნაიჯელ ედკინსის რედინგული დებიუტი. თავის “ემირეითსზე” “არსენალმა” ქვა-ქვაზე არ დატოვა ანტონ ზინგარევიჩის გუნდისგან. ზინგარევიჩმა რამდენიმე დღის წინათ ზარ-ზეიმით დანიშნა ედკინსი მწვრთნელად და იმედი გამოთქვა, პრემიერლიგიდან გავარდნას გადაგვარჩენსო, მაგრამ...…

 

სანდერლენდი – მანჩესტერი 0:1 (0:1)

სანდერლენდი. “ლაითი.” 43 760

“სანდერლენდი”: მინოლე, ბრამბლი, ო’ში, ბერდსლი (ლარსონი 79), სესენონი, გარდნერი, ჯონსონი (უიკჰემი 76), როუზი (კოლბექი 85), ნ’დიაიე, მაკლინი, გრემი

მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

“მანჩესტერი”: დე ხეა, ვიდიჩი, ბიუტნერი, რაფაელი (ევანსი 33), სმოლინგი, კარიკი, ვალენსია, იანგი, ანდერსონი (კლევერლი 84), ვან პერსი, კაგავა (უელბეკი 79)

მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი

გოლი: 0:1 ბრამბლი (ს.კ. 27)

გაფრთხილება: ნ’დიაიე (26), ო’ში (50), ბერდსლი (76); ვან პერსი (58)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(5)-6(4), ჯარიმა: 11-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 10-1, კუთხური: 3-6

 

არსენალი – რედინგი 4:1 (1:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 082

“არსენალი”: ფაბიანსკი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი (გიბსი 71), კოშელნი, როსიცკი, არტეტა, კასორლა, რემზი, ჟერვინიო (ოქსლეიდ ჩემბერლენი 75), ჟირუ (პოდოლსკი 76)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“რედინგი”: ტეილორი, მარიაპა, შორი, კელი, პირსი, ლეიგერტვუდი, გათრი, მაკანუფი, ყარაჩანი (აკპანი 76), რობსონ-კანუ (მაკლირი 81), პოგრებნიაკი (ჰანტი 61)

მწვრთნელი: ნაიჯელ ედკინსი 

გოლები: 1:0 ჟერვინიო (11), 2:0 კასორლა (48), 3:0 ჟირუ (76), 3:1 რობსონ-კანუ (68), 4:1 არტეტა (პენ, 77)

გაფრთხილება: გათრი (32)

მსაჯი: კრის ფოი

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 15(9)-2(2), ჯარიმა: 9-14, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-1,  კუთხური: 11-3

 

სიტი – ნიუკასლი 4:0 (2:0)

მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 201

სიტი”: ჰარტი, კომპანი (ხავი გარსია 73), ლესკოტი, კლიში, საბალეტა, ნასრი (აგუერო 71), ბერი, დავიდ სილვა (სინკლერი 83), იაია ტურე, ტევესი, ჯეკო

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ნიუკასლი”: ელიოტი, ტეილორი, სიმპსონი, იანგა-მბივა, კაბაიე (ბიგირიმანა 74), გუტიერესი, სისოკო, ანიტა, ობერტანი (პერჩი 46), გუფრანი (გოსლინგი 63), სისე

მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 ტევესი (41), 2:0 დავიდ სილვა (45+2), 3:0 კომპანი (56), 4:0 პერჩი (ს.კ. 70)

გაფრთხილება: ანიტა (26), კაბაიე (29)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 11(8)-1(4), ჯარიმა: 6-8, თამაშგარე: 6-3, სეივი: 1-4, კუთხური: 9-2

 

საუთჰემპტონი – ჩელსი 2:1 (2:1)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 779

“საუთჰემპტონი”: ბორუცი (კელვინ დევისი 46), იოშიდა, ჰოიველდი, კლაინი, შოუ, სტივენ დევისი (ფოქსი 85), კორკი, შნაიდერლინი, პანჩონი (უარდ-პროუსი 62), როდრიგესი, ლამბერტი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ჩელსი”: ჩეხი, ტერი, ივანოვიჩი, ასპილიკეტა, ბერტრანი, ლამპარდი, ობი მიკელი (რამირესი 72), მარინი (აზარი 61), მოზესი, ოსკარი (ბენაიუნი 76), ფერნანდო ტორესი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი 

გოლები: 1:0 როდრიგესი (23), 1:1 ტერი (33), 2:1 ლამბერტი (35)

გაფრთხილება: ლამბერტი (83), შნაიდერლინი (87); ფერნანდო ტორესი (76)

მსაჯი: მარტინ ეტკინსონი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 8(5)-4(3), ჯარიმა: 12-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-2, კუთხური: 7-7

 

სუონსი – ტოტენჰემი 1:2 (0:2)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 604

“სუონსი”: ვორმი, ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო (მონკი 67), დევისი, დე გუზმანი (სუნგ-იონგ კი 57), რუტლიჯი, დაიერი, ბრიტონი, პაბლო ერნანდესი (შეხტერი 79), მიჩუ

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

“ტოტენჰემი”: ფრიდელი, ვერტონგენი, დოუსონი, ნოგტონი, უოლკერი, ლენონი, დემბელე, პარკერი, ბეილი, სიგურდსონი (ჰოლტბი 77), ადებაიორი (დეფო 61)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 0:1 ვერტონგენი (8), 0:2 ბეილი (21), 1:2 მიჩუ (71)

გაფრთხილება: მიჩუ (62), დევისი (83); ადებაიორი (40), უოლკერი (69), ჰოლტბი (88), პარკერი (90+4)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 3(8)-7(2), ჯარიმა: 5-10, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-2, კუთხური: 5-2

 

ვესტ ჰემი – ვესტ ბრომვიჩი 3:1 (2:0)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 966

“ვესტ ჰემი”: იასკელაინენი, დემელი (მაკარტნი 79), ო’ბრაიენი, კოლინზი, რიდი, ნოლანი (ტეილორი 69), ო’ნილი, ჯერვისი, დიამე (კოლისონი 82), ვაჟ ტე, კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, მულუმბუ, იაკობი (ოდემვინგიე 71), ბრანტი, დორანსი (ფორტუნე 88), ლონგი (როზენბერგი 71), ლუკაკუ

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 1:0 კეროლი (16), 2:0 ო’ნილი (28), 3;0 კეროლი (80), 3:1 დორანსი (პენ, 87)

გაფრთხილება: რიდი (77); ლონგი (67)

გაძევება: მულუმბუ (90+4)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 8(6)-12(6), ჯარიმა: 9-13, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-1, კუთხური: 5-3

 

უიგანი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

უიგანი. დივი. 17 784

“უიგანი”: ჟოელი, ბოისი, ფიგეროა, ალკარასი, შარნერი, ხორდი გომესი, ბოსეჟური, მაკარტი, მელონი, კონე (დი სანტო 90+3), მაკმანამანი (მაკარტური 67)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

“ნორვიჩი”: კემპი, გარიდო, ტერნერი, ბასონგი, მარტინი, ჰულაჰანი (ბეკიო 85), სნოდგრასი, ბენეტი, ჰაუსონი (ტეტი 85), ჯონსონი, კამარა (ჰოლტი 80)

მწვრთნელი: კრის ჰაუტონი

გოლი: 1:0 კონე (81)

გაფრთხილება: შარნერი (9); ბენეტი (55), ჰოლტი (87)

მსაჯი: ჰოუვარდ უები

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 6(7)-5(4), ჯარიმა: 13-9, თამაშგარე: 4-5, სეივი: 0-1, კუთხური: 10-3

 

ევერტონი – სტოკი 1:0 (1:0)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 33 977

“ევერტონი”: ჰოვარდი, ჰეიტინგა, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, ოსმანი, კოულმენი, გიბსონი, მირალასი (ბარკლი 28), ანიჩებე, იელავიჩი

Mმწვრთნელი: დევიდ მოიესი

“სტოკი”: ბეგოვიჩი, ჰუთი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი (ადამი 79), შოტონი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი (ჯონსი 79), უოლტერსი, ჯერომი

მწვრთნელი: ტონი პალისი

გოლი: 1:0 მირალასი (28)

გაფრთხილება: ბარკლი (88); ველანი (45+1), შოუქროსი (70), შოტონი (90+2)

მსაჯი: მაიკლ ჯონსი

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 9(6)-5(5), ჯარიმა: 13-18, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-5, კუთხური: 4-3

 

1.

მანჩესტერი

30

25

2

3

70:31

77

 

2.

სიტი

30

18

8

4

55:26

62

 

3.

ტოტენჰემი

31

17

6

8

53:38

57

 

4.

ჩელსი

30

16

7

7

59:32

55

 

5.

არსენალი

30

15

8

7

59:33

53

 

6.

ევერტონი

30

13

12

5

47:35

51

 

7.

ლივერპული

30

12

9

9

57:39

45

 

8.

ვესტ ბრომვიჩი

31

13

5

13

41:41

44

 

9.

სუონსი

31

10

10

11

41:40

40

 

10.

ფულემი

29

9

9

11

40:44

36

 

11.

ვესტ ჰემი

30

10

6

14

35:44

36

 

12.

საუთჰემპტონი

31

8

10

13

44:53

34

 

13.

სტოკი

31

7

13

11

27:36

34

 

14.

ნორვიჩი

31

7

13

11

28:47

34

 

15.

ნიუკასლი

31

9

6

16

41:56

33

 

16.

სანდერლენდი

31

7

10

14

33:43

31

 

17.

უიგანი

30

8

6

16

36:56

30

 

18.

ასტონ ვილა

30

7

9

14

31:56

30

 

19.

ქპრ

30

4

11

15

26:48

23

 

20.

რედინგი

31

5

8

18

36:61

23

 

 

31 მარტი: ასტონ ვილა – ლივერპული

1 აპრილი: ფულემი – ქპრ

ბომბარდირები:

22 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

19 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)

17 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)

სოლომონ გულისაშვილი

0.191992