ჩოგბურთი

20:00 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა საფინალე მეტოქის მოლოდინში

მარია შარაპოვა საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ერთეულთა ტურნირის პირველი ფინალისტია. „როლან გაროსზე“ მეშვიდე ნომრად განთესილმა რუსმა კანადელ ეჟენი ბუშარს (18) 4:6, 7:5, 6:2 მოუგო და გადამწყვეტი მატჩის მეტოქის მოლოდინშია. შარაპოვას მოწინააღმდეგეს რუმინელი სიმონა ჰალეპისა (4) და გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის (28) ნახევარფინალი გამოავლენს.

შარაპოვასა და ბუშარის მატჩი 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. მეტოქენი ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. შარშან მაშამ ორჯერვე მოახერხა ეჟენის ძლევა, დღეს კი მესამედაც დაამარცხა.

შეგახსენებთ, შარაპოვამ საფრანგეთის ღია პირველობა 2012 წელს მოიგო.

0.115704