არაერთხელ დაგვიწერია მსოფლიოში სახელგანთქმულ რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვაზე, მის მიღწევებსა და რომანებზე. ახლა კი, მარიასა და რობოტზე უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.
მოგეხსენებათ, რომ შარაპოვას საოცრად გადატვირთული სპორტული გრაფიკი აქვს - ერთი ქვეყნიდან მეორეში, ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე - თამაშები, გადაღებები, სარეკლამო ჭრილები... ერთი სიტყვით ქალი დიასახლისობისთვის ვეღარ იცლის. არადა შარაპოვას აპარტამენტები, მისივე მოთხოვნით იდეალურ წესრიგში უნდა იყოს.
ჰოდა, მარიამ გადაწყვიტა მტვერსასრუტი რობოტის შეძენა. სახელგანთქმული მეჩოგნე, მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო სახე გახდა და ახლა მის რეკლამებს ყველგან ნახავთ. მარიამ მტვერსასრუტი რობოტი სახლისთვისაც შეიძინა და რამდენიმე ცალი საჩუქრადაც აიღო. ასე, რომ დაღლილ-დაქანცულ შარაპოვას ისღა დარჩენია სახლში დაბრუნებულმა ფეხი-ფეხზე შემოიდოს და მტვერსასრუტი-რობოტის დაწკრიალებული სახლის ყურებით დატკბეს..