თამაშგარე

11:02 | 10.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა გათხოვილი ქალის სტატუსით

მსოფილოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სპორტსმენი, ჩოგბურთელი მარია შარაპოვა აქამდე ყველაზე სასურველი საპატარძლოს სტატუსით სარგებლობდა. არაერთი ცნობილი (თუ არაცნობილი) მამაკაცი ოცნებობდა მის ქმრობაზე: ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი და ამავე დროს ლამაზიც _ რატომაც არა?!

შარაპოვამ კი, არჩევანი თურქულ საკალათბურთო კლუბ “ეფეს პილსენის” მოთამაშე საშა ვუიაჩიჩზე შეაჩერა. მართალია, ვუიაჩიჩი შარაპოვასავით პოპულარული არაა, მაგრამ სამაგიეროდ, თავდავიწყებით უყვარს მაშა და მზადაა, საყვარელ ქალს ყველა კაპრიზი შეუსრულოს.
წყვილი თავის ურთიერთობას მალე დააკანონებს, მანამდე კი, ორივე თავ-თავისი საქმიანობითაა დაკავებული. ქორწილის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საშა ვუიაჩიჩი ბედნიერებისგან გაოგნებულია. ”თავი სიზმარში მეგონა, მარიამ ცოლობაზე თანხმობა რომ მითხრა. მე, როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, ქორწილის დეტალების მოგვარება მთლიანად მას მივანდე”, _ განუცხადა ჟურნალისტებს გახარებულმა საშამ.
ვუიაჩიჩს სულაც არ აკომპლექსებს ის ფაქტი, რომ მარია მასთან შედარებით უფრო სახელგანთქმული და წარმატებულია. პირიქით, ის გახარებულია ამით და ამბობს, რომ თავის უსაყვარლეს და ულამაზეს მეუღლეს ყველანაირად ხელს შეუწყობს. 
 
0.173883