კალათბურთი

17:01 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაბიძე უნგრულ “კიორმენდში” ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი შარაბიძე (სიმაღლე 210 სმ.) მომავალ სეზონში უნგრული “კიორმენდის” ღირსებას დაიცავს. 23 წლის ქართველი ცენტრი უკვე კიორმენდში იმყოფება და სეზონისთვის ახალ გუნდთან ერთად ემზადება.

უნგრელებმა ცენტრის ძიება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ პოზიციაზე მოთამაშე ამერიკელმა დეიმენ ბელ-ჰოტერმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. ცნობისთვის, გასულ სეზონში “კიორმენდმა” უნგრული ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, თუმცა, მომავალ ჩემპიონ “შოლნოკთან” სერია 0:3 დათმო.

რაც შეეხება შარაბიძეს, მან უკანასკნელი 3 წელი “არმიაში” გაატარა და შარშანდელ სეზონში, 23 მატჩში, მისი საშუალო მონაგარი 14.5 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.3 პასი იყო. ისიც ვთქვათ, რომ გიორგის რამდენიმე წელი ესპანურ “ვალენსიაში” აქვს გატარებული, თუმცა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა და 2010 წელს საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა.

და ერთიც. უნგრულ “კიორმენდს” თბილისშიც უთამაშია. 1996-97 წლების ევროთასის გათამაშებაში, “ვითამ” ბოლო წამებზე უნგრელებს სოლიდური ჩამორჩენა აღმოუფხვრა და სასწაული თამაში მოუგო – 72:71.

0.137654