ფეხბურთი

16:41 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შანხაი შენჰუას” ჩემპიონობა ჩამოართვეს

დიდიე დროგბასა და ნიკოლა ანელკას ყოფილი კლუბი “შანხაი შენჰუა” ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის მიღებაში ამხილეს და მკაცრი სანქციები დაუწესეს.
მთლიანობაში, სამართალდამცავებმა ჩინეთის სუპერლიგაში მოთამაშე რამდენიმე გუნდი ამხილეს. “შანხაი შენჰუა” და “ტიანძინ ტედა” 120-120 ათას ევროს გადაიხდიან და მომავალ სეზონს მინუს 6 ქულით დაიწყებენ.
ქულების ჩამოკლების გარეშე გადარჩა “შენდონ ლუნენგი”, მაგრამ მას ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს. ამასთან, “შანხაი შენჰუას” 2003 წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტულიც ჩამოართვეს და ის ვაკანტურად რჩება.
 

თეგებიშანხაი
0.134225